ევრომოსამართლის ძმა ჯერ არ დაუკითხავთ  

19 მაისი 2017, 00:00 2964 ნახვა

ნონა წოწორია – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე 2008 წლიდან. 2004-2008 წლებში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში, მთავარი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის მოადგილედ მუშაობდა. სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში ერთ-ერთი იყო იმ მოსამართლეებს შორის, ვინც ვანო მერაბიშვილის საქმე განიხილა. ამავე სასამართლომ 7 მარტს, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება რუსთავი 2-ის მფლობელებთან დაკავშირებით, უვადოდ შეაჩერა.

ნონა წოწორიას ვადა წელს ამოეწურა, თუმცა, ახლის წარდგენამდე დარჩება სასამართლოში. სწორედ ამ მოსამართლის ძმის, ოთარ წოწორიას სახლის ჩხრეკა ჩატარდა გუშინ, გვიან ღამით ბათუმში. ამოღებულია იარაღი და ვაზნები, ნაწილი, როგორც ოთარ წოწორია ამბობს, მას ეკუთვნის, ნაწილი კი არასდროს უნახავს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში