დავა ახალ ჯიხურებზე - ბათუმის ბულვარში სუვენირებით მოვაჭრეთა ჯიხურები აიღეს

22 მაისი 2017, 00:00 3553 ნახვა

ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან სუვენირებით მოვაჭრეთა ჯიხურები აიღეს.  პროცესი გუშინ გვიან ღამით სამართალდამცველების თანხლებით მიმდინარეობდა.

მოვაჭრეები მერიამ რამდენიმე თვის წინ გააფრთხილა და ალტერნატიული სავაჭრო ადგილებიც შესთავაზა, თუმცა როგორც ამბობენ, მერია 60 ადამიანს 25 ჯიხურს სთავაზობს, რაც მათთვის მიუღებელია, რადგან არასაკმარისია.

განახლებული:

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში