სასამართლო პროცესი გონიოს მიწების საქმეზე

22 მაისი 2017, 00:00 2724 ნახვა

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლო, გონიოს სადაო მიწებზე 53 მოქალაქის სარჩელს განიხილავს. გონიოელთა უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იცავს.  იურისტის განცხადებით, სასამართლო, სავარაუდოდ, დადებით გადაწყვეტილებას გამოიტანს.

გონიოელები  ბათუმის  მერიის მიწის  საკუთრების აღიარების კომისიას უჩივიან, რომელმაც მიწების მესაკუთრეების  ნაწილს საკუთრების უფლება გასულ წელს  აღუდგინა,  ნაწილს კი უარი უთხრა, რითაც მოქალაქეები არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში