პიერლუიჯი კოლინა ბათუმში

22 მაისი 2017, 00:00 3655 ნახვა

ლიდერობა და კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილებების მიღება - ამ საკითხზე საჯარო ლექციას ბათუმში მსოფლიოს ნომერ პირველი მსაჯი, პიერლუიჯი კოლინა კითხულობს. აუდიტორიისთვის ცნობილმა კოლინამ კონკრეტული საფეხბურთო მატჩები და იქ არსებული სადავო მდგომარეობები განიხილა. ერთ-ერთი იყო 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სადაც მანჩესტერ იუნაიტედმა შეხვედრის დამთავრებამდე 2.5 წუთით ადრე ბაიერნს ორი გოლი გაუტანა და შეხვედრა მოიგო.

კოლინა ბათუმში საერთაშორისო ბიზნესფორუმზე დღეს ჩამოვიდა.

ბათუმში კავკასიის მასშტაბით პირველი საერთაშორისო ბიზნესფორუმი მიმდინარეობს სადაც ერთ-ერთი სპიკერი პიერლუიჯი კოლინა. ის ფიფამ წლის პირველ მსაჯად 6-ჯერ აღიარა. ბათუმში კიდევ რამდენიმე ცნობილი სპიკერი იმყოფება, მათ შორისაა მარშალ გოლდსმიტი, ის ამერიკის ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი ქოუჩია

ბიზნეს ფორუმში 6 მსოფლიო კლასის სპიკერი და 14 ქვეყნის დელეგატი იღებს მონაწილეობს.  ბიზნეს ფორუმი, აერთიანებს მსოფლიო კლასის სპიკერებს, მსხვილი ბიზნესის და სახელმწიფოს წარმომადგენლებს, და სტარტაპებს, მცირე და საშუალო ბიზნესის ლიდერებს და მედიას.

ბათუმში კავკასიის საერთაშორისო ბიზნესფორუმში მონაწილეობა ფასიანია

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში