''შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის'' - კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებმა ზებრები მოხატეს

23 მაისი 2017, 00:00 3303 ნახვა

"შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის" - ავტოსაგზაო წესების დაცვის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ბათუმში ზებრა გადასასვლელები მოიხატა.

საინფორმაციო კამპანია, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინიციატივით მოსწავლეებიც არის ჩართული, ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ და ერას მოედანთან ზებრა გადასასვლელი მოხატეს.

მოსწავლეებმა, ზებრას მოსახატად ბათუმის სიმბოლო დელფინი შეარჩიეს. კამპანიის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, 20- მდე ზებრა გადასასვლელი მოიხატა. აქციის მიზანი, საგზაო წესების დაცვაა.

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა მზარდია და ევროპულ ქვეყნებს შორის პირველი ადგილი გვიჭირავს. საშუალოდ, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, ყოველ წელს, 600 გარდაცვლილი და 9 000 ზე მეტი დაშავებულია.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში