ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საპასუხო განცხადება

23 მაისი 2017, 00:00 2317 ნახვა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს და უარყოფს დეკანოზის ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გიორგი მამალაძე გრანტების მოძიებით დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლის მშენებლობას გეგმავდა. განცხადებაში წერია, რომ მღვდელთმთავრები არ ფლობენ ინფორმაციას ბრალდებულის სამეწარმეო საქმიანობასა და საქველმოქმედო პროექტების შესახებ. დეკანოზის ადვოკატი გიორგი ფანცულაია კი ამტკიცებს, რომ სკოლის მშენებლობის პროექტის შესახებ ინფორმირებული იყო მიტროპოლიტი დიმიტრი, კლინიკისთვის თანხების მოძიების შესახებ კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

კლინიკისა და სკოლის რეაბილიტაციისთვის გრანტების მოძიების შესახებ დეკანოზის ადვოკატებმა მას შემდეგ განაცხადეს, რაც საპატრიარქოს იურისტმა გიორგი მამალაძე 50 მილიონი ევროს გათეთრების მცდელობაში დაადანაშაულა. უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ დეკანოზს კომპანია ესპანეთში მართლაც ჰქონდა დაარსებული, თუმცა იგი გრანტების მოძიებაზე მუშაობდა, რომლითაც ზემოთხსენებული შენობების რეაბილიტაციას გეგმავდა. 

ამავე კატეგორიაში