წამებით მოკლული ქალი საქართველოში გადმოასვენეს

24 მაისი 2017, 00:00 6274 ნახვა

ქართველი ემიგრანტი, რომელიც თურქეთში 10 წელი ცხოვრობდა,  წამებით მოკლული იპოვეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 34 წლის ელენე გოკაძე,მეზობლად მცხოვრებმა მამაკაცმა ქუჩიდან გაიტაცა და რამდენიმე საათის განმავლობაში, სკამზე წებოვანი ლენტით მიბმულს, აწამებდა.

ცხედარი,  თურქეთიდან სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე უკვე გადმოასვენეს, სარფში მოკლულ ქალს ახლობლები დახვდნენ.

34 წლის ქალი ზესტაფონში ცხოვრობდა. 

ამავე კატეგორიაში