ბათუმის ცენტრში წყლის გრუნტში ნავთობი შეერია. თითქმის 24 საათის შემდეგ, უცნობია საიდან ჟონავს ნავთობის ფენა. ჯავახიშვილისა და გორგილაძის ქუჩების კვეთაში ამოტუმბვითი სამუშაოები შეჩერებულია. ადგილზე ნავთობის მძაფრი სუნი კი ისევ იგრძნობა.
ბათუმის წყალში ამბობენ, რომ საწვავი ნივთიერების გაჟონვა მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ბენზინგასამართ სადგურებში გამორიცხავენ, რომ საწვავი მათი რეზერვუარიდან ჟონავდეს.
გეოლოგები, რომელთა დასკვნის საფუძველზეც მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსები აშენდა, ამბობენ, რომ ტერიტორიის შესწავლისას ნავთობის ნარჩენები ვერ აღმოაჩინეს.
რატომ ჟონავს ნავთობი, საიდან და არის თუ არა საფრთხის შემცვლელი - დეტალები, მთავარში 9 საათზე