გორგილაძის ქუჩაზე ნავთობის გაჟონვის მიზეზი ისევ დაუდგენელია

24 მაისი 2017, 00:00 4495 ნახვა

ამ დრომდე უცნობია, საიდან მოხვდა გრუნტის წყალში ნავთობი. “ბათუმის წყალმა” სითხე ამოტუმბა, შემდგომ მოკვლევაზე კი პასუხისმგებლობა მოიხსნა.

გეოლოგიურ დასკვნაზე საუბრობენ იმ სახლის მშენებლები, სადაც ფაქტი დაფიქსირდა, ამბობენ, რომ აშენებამდე, საძირკველთან მსგავსი არაფერი შეუმჩნევიათ.

თამუნა გაზდელიანი მთელი დღეა არკვევს, საიდან, ან როგორ მოხვდა ნავთობი წყალში და ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ასეთ დროს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, ერთადერთი, რითაც ადგილობრივებს ამშვიდებენ, არის ის, რომ ნავთობი წყალშია შერეული და ადვილად არ აალდება.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში