ასწლოვანი ხის გადასატანად წრიულის დემონტაჟი გახდა საჭირო

25 მაისი 2017, 00:00 37956 ნახვა

ქობულეთში 200 აბონენტი წყლის გარეშე დარჩა. წყლის სისტემის მაგისტრალი,   გელაურის  დასახლებიდან დენდროლოგიურ პარკში ევკალიპტის გადატანისას დაზიანდა.

გუშინ, გვიან ღამით, ქობულეთის დასახლება გელაურიდან სადგურის გავლით, ევკალიპტის ასწლოვანი ხე გადაიტანეს. იმისთვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო დიდი გაბარიტების მქონე ტვირთის გადატანა, ქობულეთის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალ გაკეთებული წრიულის დემონტაჟი გახდა საჭირო. 

ხის ტრანსპორტირება დასრულებულია და იგი სანაპიროზეა ჩატანილი, საიდანაც ბარჟით გურიაში გადაიტანენ.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ქობულეთის გამგებლის მოადგილე, მალხაზ რომანაძე აცხადებს, რომ წრიულის აღდგენის ხარჯებს შპს "ანაგი" დაფარავს.  

დილიდან წრიულის ერთი ნაწილის აღდგენაზე მიმდინარეობს მუშაობა. 

 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში