''ევროპული საქართველო'' გზის აღდგენას ითხოვს

25 მაისი 2017, 00:00 2420 ნახვა

''ევროპული საქართველო'' გზის აღდგენას ითხოვს. პარტიის წევრების თქმით, ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის შუახევის მონაკვეთის დაზიანების გამო,  გადაადგილება გართულებულია.

საქართველოს საავტომობილო გზების  დეპარტამენტის რეგიონულ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ გზა კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას" კუთვნილმა მძიმე ტექნიკამ დააზიანა. გზის აღდგენის მოთხოვნით, კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რის გამოც ამ ეტაპზე  ისინი კომენტარისგან თავს იკავებენ.

ამავე კატეგორიაში