მოქალაქეებმა ბათუმში ქუჩა გადაკეტეს

25 მაისი 2017, 00:00 4186 ნახვა

იუსტიციის სახლთან, ცენტრალური გზა, პროკურატურის საქმიანობით უკმაყოფილო მოქალაქეებმა გადაკეტეს.  მათი მტკიცებით, თაღლითური სქემის შედეგად დაზარალებულები არიან, თუმცა პროკურატურა მათ საქმეებს არ იძიებს.

"პროკურატურაში სისტემა უნდა შეიცვალოს" - ამ მოთხოვნით შეიკრიბნენ ის მოქალაქეები, რომელთაც მასალების შესასწავლად უწყებას წლების წინ მიმართეს. ისინი საქმეების გადახედვას და დროულ რეაგირებას ითხოვენ

გზა უკვე გახსნილია, აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების წარმომადგენელი, პროკურატურაში შეხვედრაზე იმყოფება

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში