სპეციალისტებმა ''რვაფეხას'' შესწავლა დაიწყეს

26 მაისი 2017, 00:00 3987 ნახვა

ფოტო: გიორგი სირაძე 

კაფე "ფანტაზიის" ე.წ  რვაფეხას სარესტავრაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაიწყო. ტერიტორია უკვე შემოღობილია მსუბუქი კონსტრუქციით და მისი შესწავლა მიმდინარეობს. აჭარის ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სპეციალისტები უკვე დაათვალიერეს ძეგლი. 

აჭარის ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ე.წ. რვაფეხას რეაბილიტაცია-რესტავრაციის დაფინანსება საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ" გადაწყვიტა. 

 "გაიმიჯნა ტერიტორია, როგორც იცით "ფანტაზია"  მონუმენტური ხელოვნების ნიმუშია და მის რეაბილიტაციას დეტალური და ფრთხილი მუშაობა სჭირდება. მიმდინარეობს მისი აზომვითი  სამუშაოები.  შემდგომ კი მხატვარ-რესტავრატორები იმუშავებენ" - განაცხადა სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნუგზარ ძნელაძემ.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, უკვე შერჩეულია მხატვარ-რესტავრატორები​, რომლებიც ამ პროექტზე იმუშავებენ. ​მხატვარ-რესტავრატორების ჯგუფის ხელმძღვანელი ​ილია ქერცვიანიძე იქნება, ცალკე იმუშავებს ჯგუფი, რომლებიც ძეგლის კონსტრუქციის გამაგრებით სამუშაოებს ჩაატარებენ.

 

ამავე კატეგორიაში