მუსლიმებმა ღია ცის ქვეშ ილოცეს

26 მაისი 2017, 00:00 4786 ნახვა

შენობის გარეშე გახსნილი სამლოცველო და ლოცვა ღია ცის ქვეშ. მუსლიმებმა იმ ტერიტორიაზე ილოცეს, რომელიც მეჩეთის მშენებლობისთვის შეიძინეს. ამ ადგილზე სამლოცველოს აშენების ნებართვა მათ ქალაქის მერიამ არ მისცა.

მუსლიმთა სამმართველოს და აჭარის მთავრობის წევრები მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების  მიმდინარეობაზე არაერთ განცახდებას ავრცელებენ. მიწვევის მიუხედავად დღეს ისინი გენერალ აბაშიძის ქუჩაზე არ მისულან.

დილის ლოცვის მსგავსად ტერიტორიაზე, საღამოსაც ილოცებენ ხულოს მუფთის ხელმძღვანელობით. მუფთმა “მთავართან” საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ადგილს მისი იმამი ეყოლება, თუმცა ვინაობა ჯერ - ჯერობით უცნობია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში