ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბათუმის ბულვარში

27 მაისი 2017, 00:00 2753 ნახვა

უახლოეს პერიოდში ბათუმის ბულვარში დაზიანებული ასფალტის საფარის ნაცვლად ახალი ფილები დაიგება. იცვლება საკანალიზაციო სისტემა, ეწყობა ბორდიურები.

ბულვარს წელს განახლებული საპლაჟე ინფრასტრუქტურაც ექნება. განახლებული საშხაპეები, გასახდელები და შეზლონგები სანაპიროზე დღეიდან განთავსდება. ასევე მოეწყობა ზღვაზე გადასასვლელი საფეხმავლო ბილიკები და დაიდგმება ბულვარის ერთ-ერთი პირველი მებაღის, იასონ გორდეზიანის ბიუსტი.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში