მიშენება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე

27 მაისი 2017, 00:00 3304 ნახვა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სასტუმრო “ინტურისტის” ხელმძღვანელობას ორშაბათს წერილობითი გაფრთხილებას გაუგზავნის. საქმე ეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ხის კონსტრუქციის მიშენებას.

სააგენტოს წარმომადგენლის  თქმით, კონსტრუქციის მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ ყოფილა, რასაც  ადასტურებს სასტუმროს მენეჯერიც. იგი ამბობს, რომ უწყებას განცხადებით უახლოეს დღეებში მიმართავენ. მიშენებული კონსტრუქცია რესტორნისთვისაა განკუთვნილი. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში