მშენებლობა კულტმემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ზონაში

28 მაისი 2017, 00:00 2517 ნახვა

ბათუმში, ცხრა მარტის ქუჩის 10 ნომერში ბელეტაჟის ტიპის სახლზე დაშენებითი სამუშაოები მიმდინარეობს. შენობა  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მდებარეობს. ადგილობრივების თქმით, ობიექტი  ძველია და განახლებას საჭიროებს. მათივე ინფორმაციით, მშენებლობის პროცესში სახლს მანსარდი დაემატება.

მფლობელის განცხადებით, მშენებლობა მერიის ნებართვით ხორციელდება. მან დღეს შესაბამისი დოკუმენტაციაც წარმოადგინა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განმარტავენ, რომ აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ წარმოადგენს. მირზა ცეცხლაძის ინფორმაციით, სამუშაოების ნებართვა ზონალურმა საბჭომ 2013 წელს გასცა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში