ჩრდილოეთ კორეამ მორიგი რაკეტა გამოსცადა

29 მაისი 2017, 00:00 1926 ნახვა

ჩრდილოეთ კორეამ მორიგი რაკეტა გამოსცადა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის რესპუბლიკის მეთაურთა შტაბების კომიტეტმა განაცხადა. მათივე ინფორმაციით, სკადის ტიპის რაკეტა ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე საპორტო ქალაქ ვონსანიდან გაუშვეს.

ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ეს რაკეტა ბალისტიკური. რაკეტა იაპონიის ზღვაში, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩავარდა. მიმდინარე წელს ეს ფხენიანის მიერ გაშვებული მეცხრე რაკეტა იყო.

ამავე კატეგორიაში