ვენესუელაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებს კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა

29 მაისი 2017, 00:00 2180 ნახვა

ვენესუელაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებს კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან ერთი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა. ახალგაზრდა სტუდენტი კი ქალაქ ლეჩერიაში დემონსტრაციისას დაიღუპა.

მასშტაბური საპროტესტო აქციები კარაკასსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში ორი თვეა გრძელდება. ოპოზიცია პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.

ამავე კატეგორიაში