ევროკავშირის პროგრამები სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

30 მაისი 2017, 00:00 2330 ნახვა

"სოფლის განვითარება - დივერსიფიკაციის ხელშეწყობა და ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაცია ხულოსა და ქედაში" - პროექტების პრეზენაცია დღეს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე გაიმართა.

პროექტები ენპარდის ფარგლებში 4 მილიონ 400 ათასი ლარით დაფინანსდება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დაგეგმილი პროექტები, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებითა და შემოსავლის ზრდის ხელშეწყობით, აჭარის მუნიციპალიტეტებში სიღარიბეს შეამცირებს.

უწყებათაშორისი საბჭო უკვე მეხუთედ შეიკრიბა, თუმცა დღეს გაფართოებულ ფორმატში პირველი შეხვედრა გაიმართა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში