ე.წ.„ციანიდის“ საქმის სასამართლო პროცესი გადაიდო

30 მაისი 2017, 00:00 2116 ნახვა

ე.წ. “ციანიდის“ საქმეზე ბრალდებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის განმარტებით,  სასამართლო პროცესი ბრალდებულის ადვოკატების მოთხოვნით გადაიდო. მიხეილ რამიშვილის თქმით, სახაზინო ადვოკატები სრულყოფილად არ იცნობენ საქმეს და პროცესის გადადება სწორედ ამ მიზეზით მოითხოვეს. ე. წ ციანიდის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს გაგრძელდება.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადება ედება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

დღეს სასამართლო პროცესზე სახალხო დამცველი არ დაუშვეს. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, დახურული სხოდმების მიუხედავად სახახლო დამცველს პროეცესზე დასწრების უფლება უნდა ჰქონდეს.

ამავე კატეგორიაში