სახალხო დამცველის განცხადება

31 მაისი 2017, 00:00 2037 ნახვა

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების ფაქტზე სასწრაფოდ უნდა მოახდინონ ეფექტური რეაგირება.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გატარდეს ყველა ზომა დანაშაულის დროულად აღსაკვეთად, ხოლო შემდეგ ყველა დამნაშავე პირის პასუხისგებაში მისაცემად და მათთვის ადეკვატური სასჯელის დასაკისრებლად. საქართველოს სახელმწიფომ სრულად უნდა უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა პირის უფლების დაცვა. მეზობელ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების პატივისცემაზე.” - აღნიშნულია განცხადებაში.

განახლებული:


 

ამავე კატეგორიაში