ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია

31 მაისი 2017, 00:00 2265 ნახვა

დილიდან დედაქალაქში აფგან მუხტარლის მხარდამჭერი აქცია იმართება. მთავრობის სალხთან სხვადასხვა მედია ორგანიზაცია, მესამე სექტორი და პოლიტიკოსი, ასევე მოქალაქეები არიან შეკრებილები. მათ  აქციაზე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავების ინსცენირება მოაწყვეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ განმარტება  უნდა გააკეთოს, რომელიც პასუხს გასცემს ჟურნალისტის თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. დღესვე დაკავებული ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია  ბათუმშიც გაიმართება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში