1 ივნისის ღონისძიებები

31 მაისი 2017, 00:00 3493 ნახვა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხვალ სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. ბათუმში ძირითადი ლოკაცია ხვალ, 6 მაისის პარკი  და ბულვარში  კოლონადების მიმდებარე ტერიტორია იქნება.

დილიდან პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები, ანიმატორები,  ჟონგლიორები და საბავშვო სტუდიების აღსაზრდელები იზრუნებენ. პატარებს ნაყინები და ბუშტები უფასოდ დაურიგდებათ.

ასევე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბავშვებს სიურპრიზს ჰპირდება. გასართობი პროგრამები ბულვარში სამის ნახევრიდან, ხოლო 6 მაისის პარკში 12 საათიდან დაიწყება და საღამოს რვა საათამდე გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში