წყალდიდობა ვიეტნამში - დაღუპულია სულ მცირე 41 ადამიანი

21 ნოემბერი 2025, 12:03 278 ნახვა

წყალდიდობას ვიეტნამში სულ მცირე, 41 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 9 პირი.

სტიქიის გამომწვევი მიზეზი გადაუღებელი წვიმა გახდა, რომელიც ვიეტნამში რამდენიმე დღეა გრძელდება.

„ბიბისის“ ინფორმაციით, დატბორილია 52 ათასზე მეტი სახლი, ნახევარი მილიონი ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

დაზარალებული რეგიონებიდან 10 ათასობით მცხოვრები ევაკუირებულია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში