პრიორიტეტების საჯარო განხილვა

31 მაისი 2017, 00:00 1932 ნახვა

ბათუმის მერია, საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვები დაუწყო. დღეს თვითმმართველობამ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით 2018-2021 წლების პროექტი წარმოადგინა. უწყებაში აცხადებენ, რომ მოცემულ სამწლიან პერიოდში მთავარი საზრუნავი პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდაა.  დღესვე მერიამ პრიორიტეტების გეგმა სანიტარული ზედამხედველობის მიმართულებითაც წარმოადგინა. საჯარო განხილვას ქალაქის მუნიციპალიტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.  

ამავე კატეგორიაში