ახალგაზრდა მოკრივეების სამი მედალი ევროპის ჩემპიონატზე

30 ნოემბერი 2025, 09:01 214 ნახვა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, ლუკა ნიქაბაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

70კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში ნიქაბაძე რუმინელ რაჯ სტოიკანთან დამარცხდა და შეჯიბრებაზე მეორე ადგილი დაიკავა.

კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ საქართველოს ნაკრების წევრები გორ აივაზიანი 55კილოგრამ წონით კატეგორიაში და ჰურამან კასუმოვა 57-ში.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში