აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადება 

05 დეკემბერი 2025, 10:13 95 ნახვა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იმედგაცრუებას გამოხატავს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ვერ მიღწევასთან დაკავშირებით. თუმცა ჯეი დი ვენსი აღნიშნავს, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი და დიდ პროგრესს ხედავს – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. 

მისივე განმარტებით,  რუსეთ-უკრაინის საკითხი, არა მხოლოდ მისთვის არამედ თეთრი სახლისთვისაც რთული გადასაწყვეტი აღმოჩნდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევა აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობის მიღწევაზე უფრო ადვილი იქნებოდა - აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში