რამდენიმე ქვეყანამ ევროვიზიას ბოიკოტი გამოუცხადა 

05 დეკემბერი 2025, 18:00 302 ნახვა

ირლანდია, ესპანეთი, სლოვენია და ნიდერლანდები 2026 წლის ევროვიზიის კონკურსს ისრაელის მონაწილეობის გამო ბოიკოტს უცხადებენ. 

ღაზაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო აღნიშნული ქვეყნები სიმღერის კონკურსიდან ისრაელის გარიცხვას ითხოვდნენ. 

ამის პარალელურად კი კონკურსის ერთ-ერთმა მთავარმა მხარდამჭერმა ქვეყანამ, გერმანიამ,  განაცხადა, რომ ისინი მონაწილეობას არ მიიღებდნენ, თუ ისრაელს არ მისცემდნენ ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობის უფლებას. 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ  მიესალმებიან, გადაწყვეტილებას, რომ ისრაელს მიეცეს ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობის უფლება. 

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი მაისში ვენაშია დაგეგმილი. ავსტრიელები, კი რომლებიც ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მასპინძლობენ, ისრაელის მონაწილეობას მიესალმებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი