მხარდამჭერი აქცია ბათუმის პირველი საჯარო სკოლის  დირექტორს 

02 ივნისი 2017, 00:00 11286 ნახვა

პირველი სკოლის დირექტორს სკოლის კურსდამთავრებულების, პედაგოგებისა და მშობლების ნაწილი სოლიდარობას უცხადებენ. მათი განცხადებით მედეა გვენეტაძე პროფესიონალია და ის დირექტორის თანამდებობაზე უნდა დარჩეს. კურსდამთავრებულები მხარდამჭერი აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

მედეა გვენეტაძე პირველი საჯარო სკოლის დირექტორად 2020 წლამდეა არჩეული. სამეურვეო საბჭოს მისი გადაყენების ან დატოვების უფლება აქვს. შეგახსნებთ, სხვადასხვა სახის დარღვევა პირველ საჯარო სკოლაში, აუდიტის სამსახურმა დააფიქსირა. უწყების დასკვნა პროკურატურაში უკვე გადაგზავნილია.

ამავე კატეგორიაში