აშშ-სა და უკრაინის საერთო განცხადება

06 დეკემბერი 2025, 11:20 114 ნახვა

მაიამიში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების განცხადებით,
„ბოლო ორი დღის განმავლობაში, მშვიდობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, რუსტემ უმეროვს და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს,  კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის შეხვდნენ, რომლის მიზანიც უკრაინაში ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევის გზაზე წინსვლა იყო“.
ასევე, მოლაპარაკებების მონაწილეებმა ამერიკულ და რუს მხარეებს შორის გამართული ბოლო შეხვედრის შედეგები განიხილეს. მხარეებმა მიმოიხილეს „მომავალი კეთილდღეობის დღის წესრიგი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის, აშშ-უკრაინის ერთობლივი ეკონომიკური ინიციატივებისა და გრძელვადიანი აღდგენის პროექტების მხარდაჭერას“.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში