მეორე დღეა ბათუმი სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების გამოფენას მასპინძლობს. მე-14 საერთაშორისო გამოფენაზე დღეს ორმხრივი შეხვედრების ფორმატში კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ ახალი ბიზნეს კონტაქტები დაამყარონ და ერთმანეთის პროდუქციას გაეცნონ. ღონისძიებაზე წარმოდგენილია 80-ზე მეტი კომპანია, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოური. საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორი საგამოფენო კომპანია Expo Batum-ია. სამშენებლო მასალების გამოფენა ბათუმში ყოველწლიურად იმართება.
