ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ფარგლებში ძალადობის მსხვერპლ ქალებთან შეხვედრა გაიმართა

06 დეკემბერი 2025, 13:39 131 ნახვა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლობით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ბენეფიციარებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკისა და მსხვერპლთა უფლებების დაცვაზე ორიენტირებული რეფორმების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. ბენეფიციარებმა ყურადღება გაამახვილეს მათთვის საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, მსხვერპლზე მორგებული მართლმსაჯულებისა და სამართალწარმოების პროცესში დაზარალებულთა ჩართულობის მნიშვნელობაზე.

საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალიზებულმა პროკურორმა, ბენეფიციარებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადებული, პროკურატურის საინფორმაციო ბროშურები გადასცა.

16 დღიანი გლობალური კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ოჯახური დანაშაულების პრევენციაა. საქართველოს პროკურატურა ყოველწლიურად უერთდება გლობალურ კამპანიას და პრევენციული ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით კვლავ გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში