საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი

06 დეკემბერი 2025, 18:20 204 ნახვა

ბათუმში საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი ტარდება. ღონისძიებაში 8 ქვეყნიდან 40 ახალგაზრდა მონაწილეობს. ფორუმი 2019 წლიდან იმართება. წელს მისი მთავარი თემა “ახალგაზრდული დიპლომატია: ახალი გამოწვევები და პერსპექტივებია“. სწორედ ამ საკითხებს ეხებოდა დასკვნითი შეხვედრაც, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ახალგაზრდული ფორუმი 3 დეკემბერს გაიხსნა. ღონისძიება ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით იმართება.   მათი ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში უკვე ჩატარდა პანელური დისკუსიები, ვორშოპები, მასტერკლასები და  სემინარები. პროგრამაში იყო სესიები საჯარო გამოსვლების სტრატეგიაზე, მოლაპარაკებების პრინციპებსა და კულტურათაშორისო კომუნიკაციის მნიშვნელობაზე.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში