ხვიჩა კავარცხელიას პირველი დუბლი საფრანგეთის ჩემპიონატში

07 დეკემბერი 2025, 12:09 169 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ლიგა 1-ში დუბლი პირველად შეასრულა, „პარი სენ-ჟერმენმა“ კი საშინაო შეხვედრაში „რენი“ 5:0 დაამარცხა. მე-15 ტურის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ფრანგული გრანდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 70 წუთი ითამაშა, 28-ე წუთზე ანგარიში გახსნა, 67-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. „პარი სენ-ჟერმენი“ 15 ტურის შემდეგ 30 ქულით მეორე ადგილზეა, კვარაცხელიას ანგარიშზე კი მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში