სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივა

07 დეკემბერი 2025, 14:59 132 ნახვა

რუსეთის აგრესიის დასრულების პერსპექტივა უკრაინაში - ფლორიდაში, ოფიციალური კიევისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. გამოცემა "აქსიოსი" წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მხარეებმა მოლაპარაკებებში პროგრესს მიაღწიეს, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ ისევ ვერ ხერხდება.  პარალელურად, ომი გრძელდება უკრაინაში. რუსეთმა გვიან ღამით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყა, თუმცა, ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ ოკუპანტების შეტევის მოგერიება მოახერხეს.  უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ ღამით ფრონტის ხაზზე 184 შეტაკება მოხდა.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში