საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე ყაზახეთის 3 მოქალაქეს გირაოს სახით თითოეულს 500,000 ლარი შეეფარდა

07 დეკემბერი 2025, 15:19 222 ნახვა

საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე ყაზახეთის 3 მოქალაქეს გირაოს სახით თითოეულს 500.000 ლარი შეეფარდა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო, რომელმაც პროკურატურის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და პროკურორის მიერ მოთხოვნილი სახდელის 15 დღიანი ვადა 30 დღემდე გაზარდა. დაცვის მხარე გადაწყვეტილებას არეთანხმება, ადვოკატის განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არარსებობს, რადგან არარსებობს მოწმეებზე ზემოქმედების ახალი დანაშაულის ჩადენის თუ მიმალვის საფრთხე. ამასთან, დაცვის მხარის განცხადებით ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები. ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნავთობის საბაჟო წესების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგვის ფაქტზე, 2025 წლის 3 დეკემბერს, სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“-ს ხელმძღვანელმა პირებმა, ტერმინალის რეზერვუარებში არსებული -10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 000 000 ლარს აღემატება, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და მისგან მალულად განკარგეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში