''ისტორიული ბათუმის ევროპული განვითარებისთვის'' - დისკუსია

02 ივნისი 2017, 00:00 2985 ნახვა

“ისტორიული ბათუმის ევროპული განვითარებისთვის” - თემაზე, ბათუმის საკრებულოს დარბაზში შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ქალაქის ისტორიული ნაწილის განვითარებაზე სამოქალაქო სექტორთან ერთად სპეციალისტებმა და გეოგრაფიკის წარმომადგენლებმა იმსჯელეს. აღნიშნეს, რომ 2007 წელს შემუშავებული ისტორიულ - კულტურული საყრდენი გეგმა გადასახედია და ცვლილებებს საჭიროებს, თუმცა ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონირება ქალაქის თვითმმართველობას შეუძლია. საკრებულოდან დღევანდელ სხდომას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მმართველი გუნდიდან კი  მხოლოდ ერთი დეპუტატი ნატალია ზოიძე იმყოფებოდა. შეხვედრას ასევე არ დასწრებია ქალაქის მერი, რაზეც შენიშვნები გამოითქვა. შეხვედრა კულტურული მემკვიდრეობის თემებზე მომუშავე საზოგადოება “ბათომის”, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით გაიმართა. 

ამავე კატეგორიაში