ზელენსკი ლონდონში ევროპელ ლიდერებს შეხვდება

08 დეკემბერი 2025, 09:01 110 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებისგან ელოდება ინფორმაციას იმ ნიუანსების შესახებ, რომელთა შესაცვლელადაც ამერიკელები მზად არიან უკრაინასთან და რუსეთთან მოლაპარაკებებში.

მისი განცხადებით,  რუსტემ უმეროვი და ანდრეი გნატოვი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ევროპაში მიემგზავრებიან, სადაც ისინი პრეზიდენტს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

მისი თქმით, 6 დეკემბერს სტივენ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ესაუბრა და ეს იყო კონსტრუქციული, თუმცა რთული საუბარი. ზელენსკის თქმით, ევროპელ ლიდერებთან განიხილავს პირველ რიგში, უსაფრთხოების საკითხებს, უკრაინის მდგრადობის მხარდაჭერას, თავდაცვის მხარდაჭერის პაკეტებს.

შეგახსენებთ, უმეროვმა და გნატოვმა მაიამიში შეხვედრები გამართეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში