ავსტრალიაში ტყის ხანძარს ერთი მეხანძრე ემსხვერპლა

08 დეკემბერი 2025, 08:09 98 ნახვა

ავსტრალიაში ტყის ხანძრებს მეხანძრე ემსხვერპლა. მას სიდნეის ჩრდილოეთით ტყის ხანძრის ჩაქრობისას  ხე დაეცა. 59 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ტყის ხანძრებმა ავსტრალიაში ათობით სახლი გაანადგურა. ორშაბათის მდგომარეობით, ახალი სამხრეთ უელსის შტატში ხანძარი 50-ზე მეტ კერაზე მძვინვარებს.

ოფიციალური პირების თქმით, ხანძარი რამდენიმე ადგილას ლოკალიზებულია, თუმცა მოსახლეობას სახლებში დაბრუნებას ჯერ არ ურჩევენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში