ჯუანშერ ბურჭულაძე და კიდევ ორი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

08 დეკემბერი 2025, 14:01 136 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის და მასთან ერთად დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა. მოსამართლემ საქმეზე დაკავებული პირები, ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ცოლის ძმა ვასილ მხეიძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.

სახელმწიფო ბრალდება ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს, მას 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

 
სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში