“მე, ოჯახი, სახელმწიფო” - პროექტის პრეზენტაცია 

08 დეკემბერი 2025, 14:15 106 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდული პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო“-ს პრეზენტაცია გაიმართა.  სტუდენტები პროექტის  მიზნებისა და ამოცანების შესახებ გაეცნენ ინფორმაციას. 

პროექტი საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდება  და  მიზანი ახალგაზრდების ჩართულობით მათ  წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაა.

ოთხი საკონკურსო თემიდან ახალგაზრდებს შეეძლებათ აირჩიონ ერთ-ერთი და წარადგინონ სასურველ ნომინაციაში. საკონკურსო თემებია: ოჯახი, თაობათაშორისი ურთიერთობები, მიგრაცია და ჯანმრთელი ცხოვრების წესების პოპულარიზაცია.

ნაშრომების წარდგენა იანვრის ბოლოს დასრულდება, რომლის შემდეგაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები. 

სტუდენტებთან შეხვედრა  გაიმართება ასევე ბათუმის საზღვაო აკადემიაში.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში