პროკურატურამ თარლითობისთვის დაკავებულ 2 პირს ბრალი წარუდგინა

08 დეკემბერი 2025, 19:53 84 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისა და მოტყუებით თანხის დაუფლების ფაქტზე კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია კიდევ ორი პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით, თბილისში და რუსთავში, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მათივე სარგებლობაში არსებული ავტომობილები განზრახ შეაჯახეს დაზარალებულთა ავტომობილებს, აღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა ხელოვნურად შექმნეს ვითარება, რომლის მიხედვითაც თითქოსდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაზარალებულთა ბრალეულობით იყო გამოწვეული და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სამ დაზარალებულს საერთო ჯამში 6 420 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენეს.

დანაშაული შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში