იაპონიის ხელისუფლებამ ცუნამის შესახებ გაფრთხილება გააუქმა ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში მომხდარი ძლიერი 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრიდან რამდენიმე საათში, რის შედეგადაც მინიმუმ 30 ადამიანი დაშავდა და დაახლოებით 90 ათასი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა.
მიწისძვრა სანაპირო რაიონში ორშაბათს 23:15 წუთზე მოხდა და იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ივარაუდა, რომ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს შესაძლოა 3 მეტრის სიმაღლის ცუნამი დაატყდეს თავს. გაფრთხილებები გაიცა ჰოკაიდოს, აომორის და ივატეს პრეფექტურებისთვის.
რამდენიმე პორტში 20-დან 70 სმ-მდე სიმაღლის ცუნამი დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი აომორის პრეფექტურის სანაპიროდან 80 კმ-ის მოშორებით 54 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა.
