უკრაინას 800 მილიონი დოლარი სჭირდება ამერიკული იარაღის შესაძენად - ზელენსკი

09 დეკემბერი 2025, 10:54 134 ნახვა

უკრაინას დამატებით  800 მილიონი დოლარი სჭირდება იმ ამერიკული იარაღის შესაძენად, რომლის შეძენასაც წელს ევროპელი მოკავშირეების დახმარებით გეგმავდა - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ლონდონიდან ბრიუსელში გამგზავრებისას უკრაინის ლიდერმა დაუნინგ სთრითზე დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან მოლაპარაკებებს ნაყოფიერი უწოდა და აღნიშნა, რომ სამშვიდობო წინადადებები საბოლოო სახით დამუშავების პროცესშია და დღეს შეერთებულ შტატებს წარუდგენს.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა და სიძემ ჯარედ კუშნერმა გასულ კვირას მოსკოვს სამშვიდობო გეგმა წარუდგინეს, შემდეგ კი მაიამიში კიდევ რამდენიმე დღიანი მოლაპარაკებები გამართეს უკრაინის ოფიციალურ პირებთან, რომლებიც შაბათს უშედეგოდ დასრულდა. ზელენსკიმ დისკუსიებს კონსტრუქციული, თუმცა რთული უწოდა.

კვირას ტრამპმა განაცხადა, რომ ის ზელენსკით „იმედგაცრუებულია“ და დაადანაშაულა  იმაში, რომ არ წაიკითხა აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი უახლესი წინადადებები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში