მომსახურების სააგენტოს ცალკეული მომსახურების საფასურის განაკვეთები იზრდება

09 დეკემბერი 2025, 10:25 158 ნახვა

მომსახურების სააგენტოს ცალკეული მომსახურების საფასურის განაკვეთები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა. საფასურების ზრდა ეხება მხოლოდ უცხო ქვეყნის დანიშნულებით საქართველოში ტრანზიტულად გადაადგილებულ ავტომანქანებზე გარე ტრანზიტული ნომრის გაცემის საკითხს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ექსპორტი ან რეექსპორტი საქართველოდან ხდება.

ტრანზიტული ნომრის გაცემისთვის საფასური განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ საექსპერტო შემოწმებისთვის შესაბამისი აქტის შედგენით საფასური განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით, ნაცვლად 130-სა; ტრანზიტული ნომრის გაცემა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაზე  განისაზღვრება 150 ლარით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში