ბათუმის იუსტიციის სახლში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საკუთრების რეგისტრაციის პროცედურა გაიმართა

10 დეკემბერი 2025, 17:46 120 ნახვა

ბათუმის იუსტიციის სახლში, ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საკუთრების რეგისტრაციის პროცედურა გაიმართა. ოჯახებს ახალი საცხოვრისი სამინისტროს დევნილთა სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის უფროსმა, დალი ქიქავამ მიულოცა.

2025 წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამაში განხორციელებული ცვლილებით, ეკომიგრანტი ოჯახების ნაწილმა საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ააშენა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი