მტირალას ეროვნული პარკის რეინჯერებმა სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს. პარკის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმის დაფიქსირების შემდეგ, რეინჯერებმა ოპერატიული ღონისძიებები განახორციელეს.
შემოწმების შედეგად, ორ ავტომანქანაში მყოფი 8 უცხოელი ვიზიტორიდან ამოღებულია 6 ერთეული სავარაუდოდ სასიგნალო იარაღი და 415 ცალი ვაზნა.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს-ის ჩაქვის რაიონულ პოლიციას გადაეცა, ხოლო ადგილზე შედგა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმები.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს განმარტებით, დაცულ ტერიტორიებზე იარაღით გადაადგილება კანონით აკრძალულია და შესაბამის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
