არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ და არც არავისთვის გაუზიარებიათ - სუს-ი

11 დეკემბერი 2025, 12:44 113 ნახვა

არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არ ჰქონიათ და, შესაბამისად, არც არავისთვის გაუზიარებიათ, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სუს-ი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ქნესეთის რამდენიმე წევრმა ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კავშირზე არიან ისრაელის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან.

გამოცემა Arutz Sheva-ს ცნობით პოტენციური ტერორისტული თავდასხმის შესახებ გაფრთხილების შემდეგ ისრაელის პარლამენტის წევრებმა საქართველოში ვიზიტი გააუქმეს.

კონფერენცია, რომლის ორგანიზატორიც ისრაელ-საქართველოს სავაჭრო პალატაა ხუთშაბათს დაიწყება. სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ კონფერენციაში მონაწილეობას მერები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ბიზნეს ლიდერები მიიღებენ. ამასთან, მოშემ აღნიშნა, რომ სამი წლის წინ თბილისში მისი მკვლელობა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან დაკავშირებულმა ტერორისტულმა ჯგუფმა უკვე სცადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი