,,დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობა’’ - შეხვედრა პროგრამის მონაწილეებთან

11 დეკემბერი 2025, 14:13 136 ნახვა

დასაქმების სააგენტოს ქვეპროგრამის ,,დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის’’ - ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. მიმდინარე წელს, ქვეპროგრამით 11-მა მონაწილემ კურსის ყველა ეტაპი  გაიარა,  ბიზნესის დაგეგმვის, ფინანსური მართვისა და მარკეტინგის  მიმართულებით.

ასევე, წარმატებულ ბენეფიციარებს მათთვის საჭირო სამუშაო იარაღის და აღჭურვილობა გადაეცათ. 

გარდა მატერიალური მხარდაჭერისა, ქვეპროგრამის მონაწილეებმა  სამეწარმეო უნარების განვითარების ინტენსიური ტრენინგიც გაიარეს. 

ქვეპროგრამა  პროფესიული განათლებისა და გამოცდილების მქონე პირთა დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობის ზრდას ისახავს მიზნად.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი